logo_geo
eng_logo
ბესო დანელია: არცერთი ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“!
- +

23 ოქტომბერი. 2016. 02:40


 

„პირდაპირ შემოგდებული ჭორი იყო, ვითომ ნინო ბურჯანაძემ ხალხს მოუწოდათ „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაეჭირათ მხარი",-  ამის შესახებ „ერთიანი დემოკრატიული მოძროაბის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბესო დანელიამ tvპირველის ეთერში განცხადა.  როგორც დანელიამ აღნიშნა, მათი პარტიის პოზიციაა, არცერთი ხმა „ნაციონალურ მოძრაობას".

 

„პირდაპირ შემოგდებული ჭორი იყო, ვითომ ნინო ბურჯანაძემ ხალხს მოუწოდათ „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაეჭირათ მხარი. ეს იყო სოციალურ ქსელებში ბოროტად აგორებული კამპანია, რომლებსაც ადამიანები წამოეგნენ. მინდა პირდაპირ განვაცხადო ჩვენი პარტიის პოზიცია, არცერთი ხმა „ნაციონალურ მოძრაობას"! როგორ წარმოგიდგენიათ 26 მაისის პარტია, რომელსაც 8 კაცი მოუკლეს და გადაუარეს, როგორ შეიძლება მათ მოუწოდონ მოსახლეობას „ნაციონალურ მოძრაობას" მხარი დაუჭირეთო. ეს არის ტყული და აფსურდი!",- განაცხადა დანელიამ. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner