„ნუ იტყვით რომ უკვე გამარჯვებული ვარ, ყველა გამარჯვება არჩევნების დღეს მოიპოვება",- ამის შესახებ მთაწმინდის რაიონის დამოუკიდებელი მაჟრიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ გამარჯვება თითოეულ ამომრჩეველზეა დამოკიდებული.
„ერთი კვირაღა დარჩა მეორე ტურამდე! ჯერ არ მომილოცოთ არაფერი! იმასაც ნუ იტყვით რომ უკვე გამარჯვებული ვარ, ყველა გამარჯვება არჩევნების დღეს მოიპოვება, ყოველივე გამარჯვება თქვენზეა დამოკიდებული, თქვენ დაუზარებლობაზე, თქვენ მტკიცე გადაწყვეტილებაზე და მომავლის რწმენით გაკეთებულ არჩევანზე", - წერს ზურაბიშვილი.