logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი და გადაცემა „რეზიუმე“ რადიო „პალიტრას“ ეთერში ბრუნდება
- +

23 ოქტომბერი. 2016. 12:40



24 ოქტომბრიდან რადიო „პალიტრას" უბრუნდება ყველასათვის ნაცნობი მერაბ მეტრეველი საავტორო გადაცემით „რეზიუმე". ყოველ სამუშაო დღეს 18:30 საათზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად მოხდება აქტუალური თემების, მოვლენების ანალიზი და შეფასებები.



„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, მოხარული ვარ, რომ ვუბრუნდები რადიო „პალიტრას" გადაცემა „რეზიუმეთი". ეს გადაცემა ყველასთვის კარგად ნაცნობია და მოხარული ვარ, რომ ისევ მეძლევა შესაძლებლობა დავუბრუნდე რადიო „პალიტრასა" და „რეზიუმეს" ერთგულ მსმენელს. ეს იქნება ყოველდღიური ანალიტიკური გადაცემა. იქნება ძირითადად ერთი ერთზე ინტერვიუ რესპოდენტთან, ალბათ დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში. შევეცდებით, რომ საინტერესო სტუმრებთან ერთად ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელიც იმ დროისთვის იქნება აქტუალური და მნიშვნელოვანი", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.



მერაბ მეტრეველი და გადაცემა „რეზიუმე" კარგად ნაცნობია რადიო „პალიტრას" აუდიტორიისთვის. უსმინეთ „რეზიუმეს" მერაბ მეტრეველთან ერთად ყოველ სამუშაო დღეს, 18:30 საათზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner