logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილის ორგანიზებით, ვეტერანებისთვის სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნისთვის მუშაობაში ესპანური მხარეც ჩაერთო
- +

17 მარტი. 2016. 14:44


საქართველოს დელეგაცია, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის ირაკლი შიხიაშვილისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ავთანდილ თალაკვაძის შემადგენლობით, ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.


ვიზიტის მიზანია შეისწავლონ და განიხილონ უახლოეს პერიოდში სამკურნალო- სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის შესაძლებლობები ქართველი ვეტერანებისთვის. ვიზიტის ფარგლებში ქალაქ მადრიდში გაიმართა  შეხვედრა ესპანეთის ერთ-ერთ წამყვანი კომპანია „მაკიბერის" წარმომადგენელთან. „მაკიბერი" უმსხვილესი ჰოლდინგის  „ეისიეი" -ს შვილობილი კომპანიაა და უდიდესი გამოცდილება აქვს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრების მშენებლობასა და მათი  სამედიცინო დანადგარებით აღჭურვაში. ჰოლდინგის წლიური ბრუნვა შეადგენს 39 მილიარდს. „მაკიბერის" ხელმძღვანელობამ ქართულ მხარეს წარუდგინა მათ მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განახორციელეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 15 აპრილამდე ესპანური მხარე ქართულ მხარეს წარუდგენს ტექნიკური მხარის განხორციელებისა და დაფინანსების შესაძლებლობების გეგმას. ასევე სამუშაო პროცესში ესპანური მხარე ეწვევა საქართველოს იმისათვის, რომ ადგილზე  შეისწავლონ სავარაუდო ლოკაციები, სადაც შეიძლება ვეტერანებისთვის სამკურნალო- სარეაბილიტაციო ცენტრი  (ვეტერანების ჰოსპიტალი) აშენდეს .


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner