პოეტი დავით მაღრაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„მიმაჩნია, რომ ახლა გადაწყვეტილებების დროა, წინსვლა შეფერხების გარეშე უნდა განხორციელდეს. ამდენად, საკონსტიტუციო უმრავლესობა ამ შემთხვევაში შეიძლება ხელისშემწყობი იყოს, რომ ერთ კაცზე მორგებული კონსტიტუცია გასწორდეს. ამაში ხელისუფლებამ საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უნდა უზრუნველყოს.
სასამართლო არის დამოუკიდებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მედია თავისუფალია და ხელისუფლება კი არ აკონტროლებს მედიას, როგორც 9 წლიანი მმართველობის დროს იყო, მედია უფრო აკონტროლებს ხელისუფლებას და ეს ძალიან კარგია. ხოლო საკონსტიტუციო უმრავლესობა მაშინ არის საფრთხე, როდესაც მედიას აკონტროლებს ხელისუფლება და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი", - წერს დავით მაღრაძე სოციალურ ქსელში.