logo_geo
eng_logo
ოთარ ჩრდილელი: თქვენ კი გენაცვალეთ, ბოღმებო!
- +

23 ოქტომბერი. 2016. 13:26



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში სოფელ რუისთან „აგრარული ბაზრობის პავილიონების კომპლექსის" გახსნის შესახებ წერს:



„აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, ან პირიქით მოძრაობისას, ავტობანის გასწვრივ, სოფელ რუისთან აუცილებლად შეამჩნევდით, ახლადაშენებულ, აგრარული ბაზრობის პავილიონთა კომპლექსს... რომ ჩვენი გლეხობა, ფერმერები არ იდგნენ ტრასის პირას, დარსა თუ ავდარში დამამცირებელ მდგომარეობაში და გათოშილი ხელებით არ ჰყიდდნენ თავიანთ ნაწარმს. უცხოელების თვალშიც, არ ჩანდა მთლად ლამაზად...

 

P.S. ვიცი, არ გაგიკვირდებათ, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ როგორც მრავალი სხვა-აღნიშნული პავილიონები, სხვა პროექტები, ესეც გააკეთა ფონდმა „ქართუმ".

 

P.P.S. ველი, მარად უმადურ-უკმაყოფილო-ჩასაფრებულთა კომენტარს: რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს, მისი ჯიბის გასასქელებლად გააკეთა...

 

თქვენ კი გენაცვალეთ, ბოღმებო", - წერს ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner