logo_geo
eng_logo
ჰაიტის ციხიდან 170-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
- +

23 ოქტომბერი. 2016. 14:07




ჰაიტის დედაქალაქ დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ჩრდილოეთით მდებარე ციხიდან 170-ზე მეტი პატიმარი გაიქცა. პატიმრებმა 5 იარაღი მოიპარეს. როგორც სააგენდო „როიტერი" იუწყება, გაქცევის დროს დარაჯი და ერთი პატიმარი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.



ჰაიტის ხელისუფლებამ დახმარებისთვის გაეროს მშვიდობისმყოფელებს მიმართა, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე არიან დისლოცირებულნი. ოფიციალური პირების განმარტებით, ამ დროისთვის 11 პატიმარი დაკავებულია.



ამ ციხის პატიმრები სპეციალურ უნიფორმას არ ატარებენ, რაც ძებნის პროცესს ართულებს. ჰაიტის ციხეებში პატიმრების რაოდენობამ უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner