logo_geo
eng_logo
მარიამ მეღვინეთუხუცესი: ჩვენ ბიზნესის დაკვეთას ვასრულებთ
- +

17 თებერვალი. 2016. 17:40


ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს პრემიერის ინიციატივები. როგორც ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა განაცხადა, შეხვედრის შედეგად ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მონაწილეობს ბიზნესი.

 

ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო , ძალიან დადებითად ვაფასებ თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ის წინადადება, რომელიც დაყენებული ჰქონდაბიზნესებს განსახილველად, თითქმის ყველა წინადადებაზე დღეს ჩვენ გვაქვს კონკრეტული გამოხმაურება კანონპროექტების სახით, რომელიც შეტანილია სახელმწიფოს მიერ პარლამენტში რატიფიკაციისათვის. მე კმაყოფილი ვარ თუნდაც იმიტომ, რომ ამ შეხვედრის შედეგად ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელშიც მონაწილეობს ბიზნესი. ჩვენ ბიზნესის დაკვეთას ვასრულებთ, ანუ საბჭო არის რეალურად პლატფორმა კომუნიკაციისა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის. ვფიქრობ, რომ კომუნიკაციის პრობლემა დღეს არ არსებობს დღევანდელ ხელისუფლებასთან, პრემიერ-მინისტრი თვითონ ბიზნესიდან არის წამოსული. ამდენი წელი ბანკს ხელმძღვანელობდა, ძალიან კარგად ესმის, თუ რა ტკივა და რა ჭირდება ბიზნესს. ჩვენ ბიზნესის დაკვეთას შევასრულებთ, ანუ საბჭო არის რეალურად პლატფორმა კომუნიკაციისა ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის", - განაცხადა მარიამ მეღვინეთუხუცესმა


შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, პარლამენტში უკვე გადაგზავნილია კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც ფუნდამენტურ საგადასახადო რეფორმას - მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვას გულისხმობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner