„ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. კანონმდებლობის თანამხად, ის საარჩევნო ბიულეტენში იქნება, თუმცა მეორე ტურს მისივე გადაწყვეტილებით ეთიშება.
კომენტარი რულოვსმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ მეორე ტურში არ აქვს აზრი ამ პრობებში მის მონაწილეობას.
„მე პირველივე ტურში გავედი, ამიტომ მე შეურაცხყოფად მიმაჩნია ამ უსამართლო არჩევნებში მეორე ტურში შემოსვლა. მთელი ზუგდიდი ისედაც წნეხის პირობებშია და არ მინდა ხალხს პრობლემები შეუქმნან და დასცინონ. მე პარლამენტიდან თუ სხვა ადგილიდან ისედაც დავუდგები ჩემ ხალხს გვერდში", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.