logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მთავრობაში დაბრუნება არაა ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი
- +

23 ოქტომბერი. 2016. 21:12



გულრწფელად გეტყვით, ჩემთვის ეს დღეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. დღეს მთავარია მზადება მეორე ტურებისთვის", - ამ განცხადებით „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ „იმედთან" საუბარში უპასუხა შეკითხვას: პარლამენტში მომავალი საქმიანობის გაგრძელებას აპირებს თუ მთავრობაში დაბრუნდება.


გულრწფელად გეტყვით, ჩემთვის ეს დღეს მნიშვნელოვანი საკითხი არ არის. დღეს მთავარია მზადება მეორე ტურებისთვის. ჩვენ ვემზადებით და 30 ოქტომბერს, დარწმუნებული ვართ, გავიმარჯვებთ. თუმცა უახლოეს მომავალში ესეც ცნობილი გახდება როგორც თქვენთვის, ასევე საზოგადოებისთვის. გუნდში პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით აუცილებლად იქნება საუბარი, თუ ვინ სად რა მიმართულებით გააგრძელებს მომავალში მუშაობას. მთავარია, რომ ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ იმ ამბიციური გეგმის შესასრულებლად, რომელიც პარტიამ წარმოადგინა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ," - განაცხადა კალაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner