logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: კულა გლდანელი იყო ერთ-ერთი ლეგენდარული მოჭიდავე
- +

23 ოქტომბერი. 2016. 21:33



დღეს სოფელ გლდანში რეაბილიტირებულ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზში ამხანაგური შეხვედრები ჭიდაობაში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა კობალაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაციის საფუძველი თავის დროზე მომზადდა.


„თავის დროზე იყო ჩადებული საფუძველი, რომ რეაბილიტაცია ჩატარებოდა სოფელ გლდანში კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზს. კულა გლდანელი იყო ერთ-ერთი მესვეური და ლეგენდარული მოჭიდავე ქართული ეროვნული ჭიდაობისა. დღეს ამ დარბაზში ქართული ჭიდაობის ფედერაციამ მოაწყო საჩვენებლი გამოსვლები, ამხანაგური შეხვედრები და მოგვიწვიეს, რათა მათთან ერთად გავიზიაროთ ეს სიხარული", - განაცხადა კობა კობალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner