logo_geo
eng_logo
ავთანდილ ჭრიკიშვილი: კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზი სახელოვან სპორტსმენებს აღზრდის
- +

23 ოქტომბერი. 2016. 21:55



სოფელ გლდანში, რეაბილიტირებულ კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზში ამხანაგური შეხვედრები ჭიდაობაში გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა ქართველი ძიუდოისტი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ეს დარბაზი კიდევ ბევრ სახელოვან სპორტსმენს აღზრდის.



„დღეს კულა გლდანელის სახელობის სპორტდარბაზში ტარდება შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში. დარბაზი გარემონტდა და განახლდა, რასაც მივესალმები.

 

რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ეს ღონისძიება კულა გლდანელის ხსოვნას ეძღვნება და სამომავლოდ, დარწმუნებული ვარ, რომ სოფელ გლდანიდან ძალიან ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება", - განაცხადა ავთანდილ ჭრიკიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner