კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია „პალიტრანიუსის" ბლიცინტერვიუს კითხვას პასუხობს:
„ცხოვრებაში, ხელოვანი ადამიანისთვის თავისი პროფესია მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიტყოდი, რომ ოჯახი ძალზედ მნიშვნელოვანია... შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები.. მე უკვე დიდი ბებია ვარ... ვფიქრობ, ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანია.
მინდოდა ძალიან ბევრი რამის გაკეთება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი საოპერო მოღვაწეობა. როგორც ამბობდნენ, გამორჩეული ტემბრის საოპერო ხმა მქონდა. მართალია, დიდ თეატრში მაქვს ნამღერი, მაგრამ ვერ მივსდიე, რადგან სულ სხვაგვარი მოვლა-პატრონობა სჭირდება ხმას..."