logo_geo
eng_logo
„ამ ფილმით ხელისუფლებას სილა გავაწანით და მას პირდაპირ ვუთხარით - თქვენ ხართ მატყუარები!“
- +

23 ოქტომბერი. 2016. 23:39



„ზარი"  - აღნიშნული სახელწოდებით სვანეთში 1987 წელს ფილმი გადაიღეს, რომელიც საქართველოს ამ კუთხეში მომხდარ წყალდიდობას უკავშირდება. უნიკალური კადრები ტელეკომპანია „ობიექტივის" საღამოს ეთერში  გავიდა.


ფილმის გადაღების პერიოდს გოგა ხაინდრავა იხსენებს:


„ჩემთვის ეს იყო აბსოლუტური კოშმარი - ასეთი მასშტაბის წყალდიდობა თანამედროვე საქართველოს არ ახსოვს, მთლიანად წალეკილი იყო სოფლები. სვანეთში თითქმის თვენახევარი მოგვიწია ყოფნა. ფილმში არის რამდენიმე კადრი, სადაც სახურავზე ვდგავარ, მაგრამ სახლის სახურავი არ ჩანს... ეს იყო ღვთის რისხვა, რომელიც საქართველოს თავს დაატყდა...

 

ეს ფილმი იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ღიად და დაუფარავად ხელისუფლების წინააღმდეგ გაილაშქრა კინემატოგრაფმა. იქ შეფარულად და ქარაგმულად არაფერი ყოფილა. ხელისუფლებას ამ ფილმით სილა გავაწანით და მას პირდაპირ ვუთხარით, რომ - თქვენ ხართ მატყუარები!", - განაცხადა ხაინდრავამ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner