logo_geo
eng_logo
ყვარელში „ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივი რეჟიმის მამხილებელი მუზეუმი გაიხსნება
- +

23 ოქტომბერი. 2016. 23:55



ბიზნესმენი ვალერი შოშიაშვილ 26 ოქტომბერს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი რეჟიმის მამხილებელი მუზეუმის გახსნას გეგმავს. მუზეუმში გამოფენის სახით წარმოდგენილი იქნება „ნაციონალების" 9 წლიანი მმართველობის პერიოდი. გამოფენა გაიხსნება გრემის კულტურის სახლში.


 მუზეუმს წინასაარჩევნოდ იმ მიზეზით ვხსნით, რომ ჩემი ბიზნესის ტეროტის შემოქმედები გიორგი ღვინიაშვილი და გიორგი ბოკტოველი (რომელთა უშუალო ჩარევითაც მოხდა ჩემი დატერორება) დღეს ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანით, მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში!

 

ნაციონალური" მოძრაობის დანაშაულებრივი რეჟიმს მამხილებელ მუზეუმში, ასევე წარმოგიდგენთ მაჟორიტარი კანდიდატების დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველ მასალებს.

 

შეგახსენებთ, რომ ჩემზე და ჩემოჯახზე ტერორი განხორციელდა სწორედ 2012 წლის საარჩევნო პერიოდში. ზემოთ აღნიშნული ფაქტების გამო, გადავწვიტეთ დროზე ადრე გავხსნათ ეს მუზეუმი და ამით ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ რა კატეგორიის ადამიანები იყრიან კენჭს „ნაციონალური მოძრაობის" სახელით კახეთის რეგიონში (საკმაოდ მრავლის მომცველი ფაქტები იქნება წარმოდგენილი კახეთში მაჟორიტარი კანდიდატების დანაშაულებებზე) ისევე როგორც მთელ საქართველოში!", - განაცხადა შოშიაშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner