ავტორი ალა გრიგალაშვილი
რატომ იბარებენ საკმაოდ ძვირად საბჭოთა კავშირის დროს დამზადებულ ჰანტელებს - ამის შესახებ „რეპორტიორს" ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრა:
„საუბარია მეტალის შემადგენლობასა და ხარისხზე. საბჭოთა კავშირის დროს არაეკონომიურად იხარჯებოდა მაღალი ხარისხის მეტალი. ამიტომ გირებიც კი საკმაოდ მაღალხარისხიანი ფოლადისგან არის დამზადებული და მისი ფასი, ბუნებრივად, მაღალია",- განაცხადა გიორხელიძემ.