logo_geo
eng_logo
ცესკო-მ პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა
- +

24 ოქტომბერი. 2016. 03:58



საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  8 ოქტომბრის პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნების პირველი ტურის ოფიციალური საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.


საქართველოს პარლამენტის 2016 წლის პროპორციული არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა - "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო", "ნაციონალურმა მოძრაობა" და "პატრიოტთა ალიანსი".


კერძოდ,  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.68%, ანუ  44 მანდატი;


"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 27.11%, ანუ 27 მანდატი;


"დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი, პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" - 5.01%, ანუ 6 მანდატი.


საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ტურში კანონმდებლობით განსაზღვრული 50%-იანი ბარიერი 23-მა კანდიდატმა გადალახა, ყველა მათგანი  "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატია.


#3 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაზა ხუციშვილი, #4 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - მამუკა მდინარაძე, #5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ნინო გოგუაძე, #14 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი ვოლსკი, #25 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ირაკლი შიოლაშვილი, #31 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - სავალან მირზოევი, #32 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოდერძი ჩანქსელიანი, #33 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოგი მეშველიანი, #34 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - კახაბერ ოქრიაშვილი, #35 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - რუსლან გაჯიევი, #38 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ზაქარია ქუცნაშვილი, #40 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გიორგი თოთლაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გედევან ფოფხაძე, #45 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ენზელ მკოიანი, #50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ელგუჯა გოცირიძე, #53 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - პაატა კვიჟინაძე, #54 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ ლილუაშვილი, #55 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გრიგოლ მიქელაძე, #57 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ცოტნე ზურაბიანი, #58 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - გოჩა ენუქიძე, #59 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - არჩილ თალაკვაძე, #62 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ოთარ დანელია და #73 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი - ანზორ ბოლქვაძე.


არჩევნების მეორე ტური 50 საარჩევმო ოლქში გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner