logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: დღეს ქართულ ენას იმაზე უარესად ვექცევით, ვიდრე ოდესმე
- +

24 ოქტომბერი. 2016. 11:26



ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ქართული ენის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ  დღეს სახელმწიფო ენა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

 

„გაგიკვირდებათ და საბჭოთა საქართველოში ქართულ ენას უფრო უფრთხილდებოდნენ, ვიდრე ახლა.

 

უამრავი ახალი სიტყვა შეიქმნა და დამკვიდრდა. გამოიცა გრამატიკის წიგნები, ჩამოყალიბდა ენათმეცნიერების დარგი და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტი.

 

დღეს, როცა დამოუკიდებელი ქვეყანა გვაქვს, ქართულ ენას იმაზე უარესად ვექცევით, ვიდრე ოდესმე.

 

დაწესებულებების უმრავლესობა გარე აბრაზე ქართულად არ აწერს, მათ შორის საერთაშორისოები, ვდევნით მშობლიურ სიტყვებს და მათ ინგლისურით ვანაცვლებთ, ვითომდა საერთაშორისოს მომიზეზებით, საკმარისად არ ვაფინანსებთ სახელმწიფო ენის განვითარების პროგრამებსა და მასთან დაკავშირებულ ინსტიტუტებს, ენის დაცვას ზედამხედველობას არ ვუწევთ და ასე შემდეგ.

 

და ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები?"- წერს ჩანადირი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner