პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ აჭარაში განახლდა ლიტერატურულ კლუბში წევრთა მიღება.
„ბათუმისა და ქობულეთის ახალგაზრდა მწერალთა და ლიტერატურის მოყვარულთა საყურადღებოდ!
განახლდა ლიტერატურულ კლუბში წევრთა მიღება.
პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ, კვირაში ერთი დღე დაუთმონ ლიტერატურას, მოისმინონ მასტერ-კლასები ცნობილი მწერლებისგან, იმსჯელონ წაკითხული ნაწარმოებების შესახებ, ერთმანეთსა და ფართო საზოგადოებას გააცნონ თავიანთი შემოქმედება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
598263004
595330087
პროექტის მხარდამჭერია აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი",- წერს დოლიძე.