logo_geo
eng_logo
„სამი სამხედრო მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს“ - დავით სერგეენკო მათ მდგომარეობაზე საუბრობს
- +

24 ოქტომბერი. 2016. 11:51



„ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული სამი სამხედრო მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.


მისივე თქმით, საყურადღებო რჩება სამი პაციენტის მდგომარეობა, თუმცა, საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ავტოსაგზაო შემთხვევა 21 ოქტომბერს, დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის შედეგად ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დაშავდნენ, ერთი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.


სამხედრო პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner