logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება
- +

17 მარტი. 2016. 15:39


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე გრიგორი კარასინის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. კვაჭანტირაძე ამბობს, რომ კარასინი განცხადების გაკეთებისას, სავარაუდოდ, მარტო თავის აზრს არ აფიქსირებდა:


„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გარკვეული მესიჯიც მივიღეთ კარასინის პირით და მოდით, ვაღიაროთ, რომ ის მარტო საკუთარ აზრს ალბათ არ ახმოვანდებდა, როდესაც ასე თითის დაქნევით გველაპარაკა. ვფიქრობ, ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რასთან გვაქვს საქმე. თუ კარასინი კვლავ აპირებს ასეთი ტონით ლაპარაკს, ამ ფორმატში კარასინი არ გამოგვადგება, რადგან ეს ფორმატი მომართულია სულ სხვა მიზნებისთვის.


აბაშიძე-კარასინის ბოლო შეხვედრისგან ჩვენ გაცილებით მეტ ინფორმაციას მოვითხოვთ. ბატონ ზურაბს მოვიწვევთ და აუცილებლად ვკითხავთ მას ყველა დეტალს.

 

ბევრი შეფასება გაკეთდა კარასინის გამონათქვამებთან დაკავშირებით. მიხარია, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი იყო ერთსულოვანი განცხადებებში. ერთმნიშვნელოვნად ამ განცხადებას ცინიკურის მეტს ვერაფერს ვუწოდებ. მე ვფიქრობ, რომ ბატონი კარასინი ამ განცხადებაში გაცდა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს, ვიდრე ამას წარმოვიდგენდით. ვგულისხმობ წარმომადგენელს იმ კონკრეტულ ფორმატში, მოლაპარაკებებზე და არა როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თუ ასეთი ტონალობა კიდევ იქნება გაჟღერებული ბატონი კარასინის მხრიდან, დავაყენოთ საკითხი ამ ფორმატის ხარისხობრივი ცვლილების შესახებ", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner