logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: ვიმედოვნებ, ევროკავშირი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცედურებს 24 ნოემბრამდე დაასრულებს
- +

24 ოქტომბერი. 2016. 12:24



უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინული ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმედოვნებს, ევროკავშირი ვიზა-ლიბერალიზაციის პროცედურებს 24 ნოემბრამდე დაასრულებს.


 

„ეს 24 ნოემბერს მოხდება. რატომ? იმიტომ რომ 24 ნოემბერს უკრაინა-ევროკავშირის სამიტი გაიმართება. ჩვენ შევთანმხდით, რომ ამ სამიტზე დოკუმენტები მზად იქნება", - განმარტა უკრაინის პრეზიდენტმა.


პეტრო პორშენკოს განცხადებით, ევროპარლამენტის წევრთა უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარს უჭერს. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აქამდე იმიტომ არ გადაწყდა, რომ ევროპარლამენტი და ევროკომისია ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ვერ შეთანხმდნენ.


შეგახსენებთ, ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს სექტემბრის ბოლოს დაუჭირა მხარი


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner