logo_geo
eng_logo
ზურაბ აბაშიძე: ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს
- +

24 ოქტომბერი. 2016. 12:32



პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს,რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, რასაც ყველა კვლევა აჩვენებს.


 

„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს და ერთი-ორი პოლიტიკურად ანგაჟირებული ექსპერტის გუნება-განწყობაზე ვერ ავაგებთ პოლიტიკას.

 

გარდა ზერელე კრიტიკისა, მათგან ოთხი წლის მანძილზე ვერანაირი საინტერესო წინადადება ვერ მოვისმინეთ", - აცხადებს  აბაშიძე და აღნიშნავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იქნება სერიოზული წინსვლა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარებაში.


აბაშიძემ ასევე სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საკითხზე რუსეთში მუშაობენ.

 

„ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება რუსი ბიზნესმენების ჯგუფის ვიზიტი - დაინტერესებული არიან ჩვენთან საქმიანი ურთიერთობის გაღრმავებით. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაამარტივა. როგორც პრაღაში 19 ოქტომბერს მოვისმინეთ, ამჟამად მუშაობენ სავიზო რეჟიმის შემდგომ გამარტივებაზე", -აცხადებს აბაშიძე.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner