logo_geo
eng_logo
„C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვის“
- +

24 ოქტომბერი. 2016. 12:43



ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის" პრეზიდენტის გრეგ ალტონის განცხადებით, C ჰეპატიტის უპრეცედენტო ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვის.



გრეგ ალტონსაქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე დასაწრებად ჩამოვიდა.



მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა არის ტექნიკური, საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა, რომელიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში ტარდება.


მისი მიზანია მრავალი ქვეყნიდან სხვადასხვა ექსპერტების მოწვევა და გამოცდილების გაზიარება, საუკეთესო მიღწევების განსაზღვრის მიზნით. ეს უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც საქართველოშია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნებისთვის", - განაცხადა გრეგ ალტონმა.

 

 

თბილისში, 24-25 ოქტომბერს, C ჰეპატიტის ელიმინაციის გეგმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა იმართება. კონფერენცია დღეს სასტუმრო „თბილისის მარიოტში" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ გახსნეს.



საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის მეორე შეხვედრაზე C ჰეპატიტის ელიმინაციის პირველი ფაზის მიმდინარეობას შეაფასებენ, ასევე გრძელვადიან სამოქმედო გეგმას; წარმოადგენენ ვირუსის გავრცელების კვლევის შედეგებს და სამომავლო პრიორიტეტული აქტივობების დაგეგმვაზე იმსჯელებენ.


კონფერენციის ფარგლებში პრევენციისა და კონტროლის ძირითად სტრატეგიებსაც მიმოიხილავენ და C ჰეპატიტიტის ელიმინაციისათვის ინდიკატორებსა და სამიზნეებს განსაზღვრავენ.


საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფი 11 უცხოელი ექსპერტისგან შედგება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner