24 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში" უსინათლო და სმენადაქვეითებული პირებისთვის ადაპტირებული ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილის" პრეზენტაცია მოეწყობა, რომელიც ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 155-ე წლისთავს ეძღვნება.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოცხადდა კონკურსი უსინათლო და სმენადაქვეითებული პირებისთვის ანიმაციური ფილმის „ჩხიკვთა ქორწილი" ადაპტირებული ვერსიის შექმნაზე. შეიქმნა უსინათლოებისთვის ფილმის ადაპტირებული ვერსიის ხმოვანი ტექსტი, რომელიც აღწერს ფილმში მიმდინარე მოვლენებს, ვითარებას და მასში ფილმის დიალოგები შენარჩუნებულია ორიგინალის სახით, ხოლო სმენადაქვეითებულთათვის, ფილმს ქართულ ჟესტურ ენაზე გასდევდეს ფილმის დიალოგები და ხმოვანი რიგი.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ააიპ „ქალი, ბავშვი და სოციუმი" და ააიპ „მომავალი იწყება დღეს" მხარდაჭერით ხორციელდება.