logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: ნუ შეშინდებით, მთელი უწყება თქვენს გვერდით ვართ
- +

24 ოქტომბერი. 2016. 13:58



„ძალა ნდობას" - შსს ახალ კამპანიას იწყებს, რომელიც ოჯახში ძალადობის პრევენციასა და ამ მიმართულებით, ახალი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებას ისახავს მიზნად.


უწყების ცნობით, ამ კუთხით, საზოგადოების ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება იგეგმება.



ჯანსაღი ოჯახი არის საზოგადოებრივი წესრიგისა და ძლიერი სახელმწიფოს საწინდარი. ოჯახში ძალადობის სუბიექტებს, ერთმანეთთან ფსიქოლოგიური და ეკონომიკური დამოკიდებულება აკავშირებთ, რის გამოც, ისინი ხშირად თავს იკავებენ სიმართლის თქმისგან.

 

ეს ძალადობრივი ისტორია, აუცილებად უნდა რულდეს და ამაში თქვენ ნებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მივმართავ ყველა მსხვერპლს, არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას, ნუ შეშინდებით, მთელი უწყება თქვენს გვერდით ვართ იმისთვის, რომ თქვენ დაგიცვათ", - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner