logo_geo
eng_logo
ოზურგეთში „ექვთიმეობა 2016“ აღინიშნა
- +

24 ოქტომბერი. 2016. 14:29



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში „ექვთიმეობის" დღესასწაული ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა.

ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში წმინდანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ გაიმართა კონფერენცია. მოეწყო ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. სხვადასხვა სოფლის წარმომადგენლებმა სპეციალურად მოწყობილ კუთხეებში ადგილობრივი წარმოების პროდუქტები გამოფინეს.


გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების: „გორდელაძეების ოჯახი", „რეხეული", „ლაზარე", „ურეკი", „ზენაარი" - კონცერტი.


დაჯილდოვდნენ ლიხაურში მცხოვრები საპატიო მოქალაქეები. სპეციალური ჯილდო და სიგელები მათ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გადასცა.



ტრადიციულად, „ექვთიმეობის" დღესასწაულს სხასხვა კულტურული ღონისძიებებით აღნიშნავთ, ვმასპინძლობთ საპატიო სტუმრებს და ვაჯილდოებთ სოფლის კოლორიტებს, დამსახურებულ პედაგოგებსა და იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკურებული მიწევები აქვთ. პატივს მივაგებთ ექვთიმე ღვთისკაცის ხსოვნას, რომლის ღვაწლიც განუზომელია ჩვენი ქვეყნის წინაშე", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.



საზეიმო ღონისძიებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის, ასევე ა(ა)იპ „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით 16:00 საათიდან დაიწყო და „ქუჩის მუსიკოსებისა" და მომღერალ სოფო ბედიას გრანდიოზული კონცერტით დასრულდა.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner