„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებაში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების კვალს ხედავს. ირმა ინაშვილი ასახელებს ზურაბ ადეიშვილს, გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილს. როგორც ირმა ინაშვილმა „პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას ეთერში განაცხადა, ეს კადრები წინა ხელისუფლების დროს არის გადაღებული და მხოლოდ იმიტომ არ ვრცელდებოდა, რომ ექს-პრეზიდენტს დასავლეთის თვალში „თავი არ დაეწვა".
ინაშვილი განმარტავს, რომ პირებს, რომელთა შესახებაც არსებობდა ვიდეომასალები, იბარებდნენ ძალოვან უწყებებში და პირადად აჩვენებდნენ ამ ფაილებს, რითაც შემდგომში მათი ფარული დაშანტაჟება ხდებოდა.