logo_geo
eng_logo
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს ჩატარდება
- +

24 ოქტომბერი. 2016. 14:45



სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბახვა კვირიკაშვილის განცხადებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს ჩატარდება.



მისივე თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამართულიყო ამა წლის მაისში, მაგრამ იმ პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მისი ჩატარება.



სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები უნდა გამართულიყო ამ წლის მაისში, მაგრამ იმ პერიოდში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე. ჩვენს დებულებაში გაწერილი არის მუხლი, რომლის მიხედვითაც განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებმა გადაიწიოს 6 თვით. იმ დროს უნივერსიტეტში ზუსტად ასეთი სიტუაცია იყო. არ იყო ისეთი სიტუაცია, რომ რეალური არჩევანი გაეკეთებინათ სტუდენტებს და არჩევნები მშვიდ გარემოში გამართულიყო. ამიტომაც სტუდენტური თვითმმართველობის მაშინდელმა ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გადაგვეწია 6 თვით. ზუსტად ნოემბერში გადიოდა ეს 6 თვე, როგორც დებულებით არის გაწერილი. ეს 6 თვე გადის კონკრეტული თარიღიდან 6 თვის შემდგომი თვის ბოლოს. ამიტომაც სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებს გამოვაცხადებთ 30 დღით ადრე, როგორც დებულებაში არის გაწერილი. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება 25 ნოემბერს.

არჩევნების წესში არის ცვლილებები. ცვლილებები შეეხება იმას, რომ პირდაპირი წესი იქნება საარჩევნო სისტემის, ანუ კონკრეტული ფაკულტეტების მიხედვით, კონკრეტული კურსიდან სტუდენტები პირდაპირ შევლენ ფაკულტეტის საბჭოებში. აღნიშნული ცვლილებები გამოქვეყნდება თსუ- საიტზე, რომელიც იქნება საარჩევნო დებულებაში განხორციელებული. კერძოდ კი, მე-8 მუხლში არის შესაბამისი ცვლილებები გაწერილი. მე მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, ინდივიდუალურ კანდიდატს თუ გაერთიანებას, დარეგისტრირდეს არჩევნებზე, წარმოადგინოს შესაბამისი განვითარების გეგმა, როგორ სურს განავითაროს სტუდენტური ცხოვრება და შედგომ ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩატარდება არჩევნები, რომელიც იქნება მაღალი ლეგიტიმაციის, იქნება პირდაპირი და გამჭვირვალე", - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.



სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა უნივერსიტეტის ახალ ხელძღვანელობას მოუწოდა, რომ ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.



მე მინდა მოვუწოდო უნივერსიტეტის ახალ ხელმძღვანელობას, რომ მშვიდ გარემოში ჩაიაროს არჩევნებმა, რაიმე ექსცესებს არ ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ცუდი წარსული და პრაქტიკა გაგვაჩნია წინა რექტორისგან, რომ ცდილობდნენ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში ჩარევას, რაც კანონით აკრძალულია", - განაცხადა ბახვა კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, უნივერსიტეტში შეიქმნება ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც წარმართავს ადმინისტრაციულ საკითხებს.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner