„დიდი ძალაუფლება რომ რყვნის ხელისუფლებას, აქსიომაა, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებს ეს, სამწუხაროდ, მათი მმართველობის დროსაც უნდა დაენახათ", - ამის შესახებ პუბლიცისტმა, მწერალმა ირაკლი კაკაბაძემ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ მომხრეა, „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს.
„რადგან მრავალპარტიული სისტემის შესაძლებლობა გამოირიცხა, რაც ნამდვილად არ არის მოსაწონი, მხარს ვუჭერ „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას. ამ შემთხვევაში ხალხს ეცოდინება, ვის ეკისრება 100- პროცენტიანი პასუხისმგებლობა და კიდევ: საკონსტიტუციო უმრავლესობას შეუძლია, ჩარეცხოს ნაცების კრიმინალური ბანდა, რაც ჯერ კიდევ 4 წლის წინ უნდა გაეკეთებინათ. უფრო მეტიც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში ხელისუფლებას შეუძლია „სიმართლის კომისიის" ჩამოყალიბებაზე დაიწყოს ფიქრი", - განაცხადა კაკაბაძემ.