სასტუმრო „Holiday Inn"-ის ნომერში კანადელი ეპისკოპოსის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
„პირველს" უწყებაში განუცხადეს, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, სასტუმრო „Holiday Inn"-ის ნომერში კანადელი ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს.
ჰანნა ზორა და რომის პაპის ფრანცისკეს თანხმლები პირები საქართველოში ვიზიტისას, ძირითადად, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" რჩებოდნენ.
რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვია. კანადელი ეპისკოპოსი ჰანნა ზორა საქართველოში, პაპის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა