logo_geo
eng_logo
მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას აქვეყნებს
- +

17 მარტი. 2016. 16:06


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დეტალებზე ინფორმაციას აქვეყნებს:



„2016 წლის 16 მარტს ქ. პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში,  მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევა, ხდება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა და  საერთაშორისო სამართლის ნორმების ხელყოფა. კერძოდ, ბოლო დროს გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში განვითარებული მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოებას. ყოველივე ეს ხდება საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ.

 

გრიგორი კარასინმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დააფიქსირა რუსეთის მხარის მიდგომა, რაც პრინციპულად განსხვავდება ქარული მხარის პოზიციისაგან. 

 

ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული პრობლემების მოგვარების, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს.

 

გაიმართა საუბარი მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის გამარტივებული სავიზო რეჟიმის ამოქმედების თაობაზე. აღინიშნა, რომ უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული სხვადასხვა სახის პრობლემები და სირთულეები.

 

განხილულ იქნა ასევე ჰუმანიტარული საკითხები. კერძოდ, ცნობილი გახდა რუსეთის მხარის გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში საქართველოს რამდენიმე მოქალაქის გათავისუფლების შესახებ, რომლებიც სასჯელს იხდიან ჯაშუშობის ბრალდებით.

 

პრაღაში მომდევნო შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner