logo_geo
eng_logo
ნათია ნოდია: არ დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალები ბოლშევიკების იდეური მემკვიდრეები არიან...
- +

24 ოქტომბერი. 2016. 16:15



„ა დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალები ბოლშევიკების იდეური მემკვიდრეები არიან", - წერს ჟურნალისტი ნათია ნოდია სოციალურ ქსელში.



ჩემი მეუღლე არის ფერეიდნელი ქართველი. ერთხელ დამისვა კითხვა, რაზეც პასუხი გამიჭირდა... ყურადღება, კითხვა: ბებიაშენის ძმა მეორე მსოფლიო ომში რომ დაიკარგა და ბებიაშენს გერმანელები სძულს, რუსებზე არ აქვს რეაქცია. რატომ?

ამ კითხვას აქვს არსებობის უფლება.

რუსებმა დაიწყეს ჩვენი განადგურება ჯერ კიდევ გეორგევსკის ტრაქტატამდე, წაგვართვეს ავტოკეფალია, გაგვიწამეს და ამოგვიხოცეს თავად-აზნაურობა და ეს ყველაფერი ელენემ (ბებიამ) ჩემზე უკეთ თუ არა, ნაკლებად არ იცის, შეიძლება ჩამისწოროს კიდეც მოვლენები თარიღებითურთ.

დავუბრუნდეთ კითხვას, რატომ გერმანელები და არა რუსები? პასუხი არის კონკრეტული: საბჭოთა იდეოლოგიამ აქ მთავარი როლი ითამაშა.

რად გვინდა პიარი? უარს ვამბობთ მასზე, კეთილი საქმე რეკლამის გარეშე უნდა გაკეთდეს - ეს არის ბლა, ბლა, ბლა...

არ დაგვავიწყდეს, რომ ნაციონალები ბოლშევიკების იდეური მემკვიდრეები არიან, ფლობენ პიარტექნოლოგიებს. ამ დროს ასეთი პათეტიკა?

ამიტომ გეკითხებით: ჰეი, თქვენ, ზევით, ხომ „ყოჩაღად" ხართ? ასე აპირებთ არჩევნების შემდეგ გაგრძელებას? თუ ბოლშევიკების ალყაში გვტოვებთ?" - წერს ნათია ნოდია „facebook"-გვერდზე.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner