logo_geo
eng_logo
ჯაბა კილაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს ვერ დავუჭერ
- +

24 ოქტომბერი. 2016. 16:26


 

„იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მიიღოს, „ნაციონალურ მოძრაობას" მხარს ვერ დავუჭერ",- ამის შესახებ მსახიობმა ჯაბა კილაძემ „ასავალ-დასავალთან" განაცხადა და აღნიშნა, რომ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა, სამოქალაქო სექტორს მაშინ პროტესტი არ გამუთქვამს.


„როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდა პარლამენტში, არ მახსოვს მსგავსი პროტესტი გამოეთქვათ ამ სამოქალაქო საზოგადოების წევრებს. თან, ეს ისეთი საშიში პარტიის ინიციატივაა, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა". იმ პარტიის მხრიდან, რომელიც წლების განმავლობაში ფეხქვეშ თელავდა საქართველოს კონსტიტუციას, დღეს მსგავსი განცხადების გაკეთება უხერხულია",- განაცხადა კილაძემ.






 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner