„ბაჩანა ახალაიას დღეს დაბადების დღე ჰქონია. ამიტომ სერგო თეთრაძის საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა", - წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.
„ბაჩანა ახალაია ციხეში გაციებულა; თან დღეს დაბადების დღე ჰქონია. ამიტომ სერგო თეთრაძის საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მოსამართლე ლელა შკუბულიანს საქმის გადადების შუამდგომლობით მიმართა, საკუთარ დაბადების დღეზე სასამართლოში სიარული არაკომფორტულიაო. საქმის განხილვის გადადებაზე მოსამართლემ უარი თქვა. ამ წუთში გია გორელაშვილი სასამართლოზე ჰყვება, როგორ აწამებდნენ 2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციაში. ტელევიზიებიც აქ არიან. ამ წამს, გენერალი გიგი კალანდაძე როგორ აწამებდა, ამას იხსენებს", - წერს ნინო მიქიაშვილი.