logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: ბაჩანა ახალაია ციხეში გაციებულა...
- +

24 ოქტომბერი. 2016. 16:33



„ბაჩანა ახალაიას დღეს დაბადების დღე ჰქონია. ამიტომ სერგო თეთრაძის საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა", - წერს ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში.



ბაჩანა ახალაია ციხეში გაციებულა; თან დღეს დაბადების დღე ჰქონია. ამიტომ სერგო თეთრაძის საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა მოსამართლე ლელა შკუბულიანს საქმის გადადების შუამდგომლობით მიმართა, საკუთარ დაბადების დღეზე სასამართლოში სიარული არაკომფორტულიაო. საქმის განხილვის გადადებაზე მოსამართლემ უარი თქვა. ამ წუთში გია გორელაშვილი სასამართლოზე ჰყვება, როგორ აწამებდნენ 2011 წლის 17 სექტემბერს სამხედრო პოლიციაში. ტელევიზიებიც აქ არიან. ამ წამს, გენეალი გიგი კალადაძე როგორ აწამებდა, ამას იხსენებს", - წერს ნინო მიქიაშვილი.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner