logo_geo
eng_logo
„სადისტები დღეს ამ ბინძური ტყუილების მოფიქრებით და ხალხის შეგნებულად შეცდომაში შეყვანით არიან დაკავებულები“
- +

24 ოქტომბერი. 2016. 17:18


 

„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია მსახიობ ბექა გოდერძიშვილისთვის ბინის გადაცემის ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ცაგურია აღნიშნავს, სახელმწიფოს ბინა მხოლოდ ბექა გოდერძიშვილისთვის არ გადაუცია. ცაგურიას განმარტებით, სახელმწიფომ 15 000 დევნილ ოჯახს გადასცა ბინა და მსახიობის ოჯახიც ერთ-ერთი მათგანია.


„ნაძირალა ბინძური ხალხი ირწმუნება, რომ ბინა აჩუქეს ამ ადამიანს იმის გამო, რომ ფილმში თამაშობდა, იტყუებინ და ცრუობენ! რეალობა არის ის, რომ სახელმწიფომ 15 000 დევნილ ოჯახს გადასცა ბინა და ეს ოჯახიც არის ერთ-ერთი მათგანი. ის სადისტები ფოცხოში სპეცრაზმით რომ მიერეკებოდნენ ხალხს „დუბინკით" და პოლიციის ძალით, დღეს ამ ბინძური ტყუილების მოფიქრებით და ხალხის შეგნებულად შეცდომაში შეყვანით არიან დაკავებულები", - წერს ცაგურია.


 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner