logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხმალაძე: ვერ გავიგე, ნაცები რას მოითხოვენ!
- +

17 მარტი. 2016. 16:30


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომელიც ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ეხება.


პირადი თავისუფლების აქტი - ენმ-ის საკანონმდებლო ინიციატივა 4 პუნქტისგან შედგება. მასში ნათქვამია, რომ უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მოხდეს ფარული მიყურადების და მოსმენების ინსტიტუტის რეფორმირება, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმები  და გაძლიერდეს სამოქალაქო კონტროლი.


ამ თემასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარე ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა. მისი თქმით, სუს-ის ასე ხელაღებით გაუქმება არ შეიძლება.


„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კანონით მთელი რიგი ფუნქციები აკისრია, რომელთაგან უმთავრესია ტერორიზმის და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიება და კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ანუ უცხო ქვეყნების მოქმედება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს ყველაფერი რომ გავაუქმოთ, მაშინ უნდა ვთქვათ, ეს ფუნქცია ვინ უნდა შეასრულოს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უფლება არ აქვს, შიდა პროცესებში, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესი იქნება თუ სხვა სახის დანაშაულები, ჩაერიოს. გამოყოფილია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისგან, რაც ზოგადად დანაშაულთან ბრძოლას მოიცავს.

 

სუს-ის ასე ხელაღებით გაუქმება, როცა ალტერნატივა არ არის განხილული, არ შეიძლება. ის მაინც უნდა ითქვას, ვინ უნდა აკეთოს ეს საქმე. მაშინ განხილვასაც არ აქვს აზრი. კორუფციასთან ბრძოლა სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვაგვარად ხდება. ვერ გავიგე, ნაცები რას მოითხოვენ, სამსახური გაუქმდეს თუ გარკვეული სამსახურებისთვის ფუნქციების მოკლებას გულისხმობენ", - განაცხადა ხმალაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner