logo_geo
eng_logo
გიორგი გურგულია: ვინც ამ მიმართვას ხელს აწერს, ყველა ფარული ნაციონალია!
- +

24 ოქტომბერი. 2016. 17:29


 

„სად იყვნენ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა?! გიორგი თარგამაძისა და „პადოშას" პარტია მოისყიდეს - ძალით შეიყვანეს პარლამენტში, რომ ერთპარტიულობა „გაეპრავებინათ", - ამ სიტყვებით აფასებს მსახიობი გიორგი გურგულია „ასავალ-დასავალთან" სამოქალაქო საზოგადოების მიმართვას, რომ „ქართულ ოცნებას" ამომრჩევლებმა მხარი არ უნდა დაუჭირონ, რადგან საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებენ, რაც დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება. გურგულიამ ასევე აღნიშნა, რომ ხალხი აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა „ქართულ ოცნებას" მისცეს.


„ნაციონალური მოძრაობა" იყო საქართველოს მტერი - ქართველი ახალგაზრდების ციხეში ჩამსმელი! ვინც ამ მიმართვას ხელს აწერს, ყველა ფარული ნაციონალია. რადგანაც პირველ ტურში ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ახლა ამ გზით ცდილობენ, ერთი-ორით მეტი კაცი შეიყვანონ პარლამენტში. სად იყვნენ მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა „ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა?! გიორგი თარგამაძისა და „პადოშას" პარტია მოისყიდეს - ძალით შეიყვანეს პარლამენტში, რომ ერთპარტიულობა „გაეპრავებინათ". ახლა ამის საწინააღმდეგოდ იბრძვიან, რასაც თვითონ აკეთებდნენ?!

 

ხალხი აუცილებლად უნდა წავიდეს არჩევნებზე და ხმა „ქართულ ოცნებას" მისცეს, რომ ეს გაუგებარი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ თავიდან მოვიშოროთ!" - განაცხადა გურგულიამ.





 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner