logo_geo
eng_logo
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
- +

24 ოქტომბერი. 2016. 17:30



ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული პირების დაკავება 21-23 ოქტომბერს, ე.წ. საზღვარზე მოხდა.



საუბარია დუშეთის რაიონის სოფელ ქარქუშაანის, გორის რაიონის დიდი მეჯვრისხევისა და სოფელ კირბალის მკვიდრებზე.



გამომდინარე იქიდან, რომ დამრღვევებს არანაირი დოკუმენტები არ გააჩნდათ, ამჟამად სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური მათი მონაცემების დადგენისკენ მიმართულ სამუშაოებს ატარებს", - ნათქვამია განცხადებაში.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner