ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
ინტერნეტ-აკადემია!
კიდევ კარგი, რომ კლინტონ-ტრამპის ეს "დუელი" რომელიმე ჩვენ ტელეარხზე არ მიმდინარეობდა, თორემ ... ჩვენი წამყვანები იმდენს იზამდნენ, რომ ესენი ან დახოცავდნენ ერთმანეთს, ან ჰილარი სალომე ზურაბიშვილივით გაიქცეოდა... სუფრიდან!
ისე ეს ქრესტომათიული ვიდეო-ჩანაწერი ჩვენ პოლიტიკოსებს ნაღდად გამოდგებათ, რამეთუ არის პოლიტიკური (!) კონკურენტების, პოლიტიკურად (!) დაპირისპირებული პერსონების პოლიტიკური (!) კულტურის და ინტელექტის დემონსტრაცია.
მერე რა რომ ალბათ სხვის დაწერილს კითხულობენ. თანაშემწეების შერჩევასაც ჭკუა უნდა და დაწერილის წაკითხვასაც-უნარი!
სუპერ ჩანაწერია!