logo_geo
eng_logo
დალი გოგოლაძე: სახელმწიფოს ბექა გოდერძიშვილსთვის ბინა არ უჩუქებია
- +

24 ოქტომბერი. 2016. 20:29



მსახიობ ბექა გოდერძიშვილს სახელმწიფომ ბინა აჩუქა. ის საზოგადოებამ გოგა ხაინდრავას სერიალიდან "ჰეროკრატია" გაიცნო.


დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დალი გოგოლაძე განმარტავს, რომ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომ გოდერძიშვილს სახელმწიფომ ბინა გადასცა, მცირე უზუსტობა გაიპარა.


ძალიან მიხარია, მედიის წარმომადგენლები ასეთი გულისყურით რომ აშუქებენ დევნილთა ცხოვრების ადამიანურ ისტორიებს, თუმცა აღნიშნულ სტატიაში უზუსტობა გაიპარა. კერძოდ, სახელმწიფოს ბექა გოდერძიშვილსთვის ბინა არ უჩუქებია (როგორც ეს სტატიაში წერია)! მისი მეუღლე დევნილია სამაჩაბლოდან და მისმა 8 სულიანმა ოჯახმა 2015 წლის ნოემბერში, გრძელვადიანი განსახლების წესების-კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო ბინა.

 

2012 წლიდან დღემდე 7 000-მდე დევნილმა ოჯახმა მიიღო ბინა რეაბილიტირებულ ან ახალაშენებულ კორპუსში, ხოლო 13 000-მდე დევნილ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები და ეს პროცესი გრძელდება!!!", - წერს გოგოლაძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner