logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მისი ცეკვის გამორჩეული მანერა და ოსტატობა, ქართული ცეკვის კლასიკურ ნიმუშად არის აღიარებული
- +

24 ოქტომბერი. 2016. 20:33



საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ფრიდონ სულაბერიძეს დაბადების დღეს ულოცავს.


მთელი გულით ვულოცავ 75 წლის იუბილეს ქართული ხალხური ცეკვის დიდოსტატს ბატონ ფრიდონ სულაბერიძეს.

 

მისი ცეკვის გამორჩეული მანერა და ოსტატობა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა, ქართული ცეკვის კლასიკურ ნიმუშად არის აღიარებული. ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება ხალხის სიყვარულია, რომელიც არასოდეს მოჰკლებია ფრიდონ სულაბერიძეს.

 

ჯანმრთელობას, წარმატებებს და ხანგრძლივ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვუსურვებ ბატონ ფრიდონს. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ მრავალ თაობას აღზრდის ქართული ცეკვისა და ქვეყნის სიყვარულით", - აღნიშნულია მისალოც წერილში.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner