ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
მდაააა!
არ ვიცი, ბ-ნმა ვოლსკიმ როდის და სად "გაიმეტა" მისთვის მსგავსი შეფასება. არ შემხვედრია. და თუ ეს ლამაზმანი მართალს ბრძანებს, რა თქმა უნდა, გადაუჭარბებია, რაც ნამდვილად არ ეკადრება ფრაქციის ლიდერს.
რაც შეეხება ამ არასრულწლოვანის (შეხედულებით ვმსჯელობ) პასუხს, ვერაფერს იტყვი: ნამდვილად არ არის უზრდელი! უზრდელს იტყვიან ოჯახში ცუდად გაზრდილზე. ეს კი მეტისმეტად მოვლილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ...
ვინც არის, იმის შესატყვისი ტერმინი მეცნიერებას, ეტყობა, ჯერ არ შეუქმნია.
და კიდევ ერთი:
ეს გოგონა ცოტა გაუაზრებლად არახუნებს უცხო სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაში, ეტყობა, ღრმად ჩახედული არც არის. აი, კონკრეტულად, არ იცის რას ნიშნავს თუნდაც ის ტერმინი, რომლითაც კეკლუცობს და ამით საკუთარ "განათლებულობას" უსვამას ხაზს. კეკლუცობა კი უხდება მის სილამაზეს, მაგრამ ამით "ეიჯიზმი" ვერაფერში ეხმარება...
აი, ძალიან მაგრად თუ გაერკვევა, აღმოაჩენს, რომ "ეიჯიზმი" ის არ არის, მას რომ გონია; რომ ეს უცხოდ მჟღერი მოვლენა "ეიჯიზმი" იყო აბსოლუტურად გამოკვეთილი იმ პერიოდში (და ცოტა უფრო ადრეც), როცა იგი პარლამენტის დეპუტატი ბრძანდებოდა, მაშინ, როცა უნდა დაეცვა ამომრჩევლების უფლებები, მათ შორის, შრომის უფლება, შესაბამისი კანონმდებლობა, რომლის საწინააღმდეგოდ 40 წელს გადაცილებული თაობის წარმომადგენელებს მასობრივად და უსირცხვილოდ ერეკებოდნენ სამსახურებიდან, როგორს ბებერ "ჩასარეცხ" კატეგორიას.
აი, ეს იყო, მომხიბვლელო და კარგად გაზრდილო ახალგაზრდა ქალბატონო "ეიჯიზმი" და არა ის, თქვენ რომ ბაბუა ვოლსკის საყვედურობთ ხაზგასმული "ტაქტით", რომელსაც უტაქტობის სურნელი ასდის...
რაც შეეხება სექსიზმს, აქაც გაუგებრობას და, ალბათ, უადგილობას წავაწყდებით: არა მგონია ბ-ნ ვოლსკის ქალთა საზოგადოებასთან ურთიერთობაში გემოვნება ღალატობდეს და ესთეტიკა არ იზიდავდეს.
"შენ დაუკა!.."
„საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე. ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!",- ასე გამოეხმაურა უმცირესობის წევრი, მარიამ საჯაია საკუთარ facebook- გვერდზე გიორგი ვოლსკის განცხადებას, სადაც ვოლსკი საჯაიას უზრდელს უწოდებს.
"მე უფრო კორექტულად ვეტყვი, რომ მისი მხრიდან ჩემ მიმართ წარმოთქმული სიტყვები არის ეიჯიზმი და სექსიზმი.
ისე კი "იბიარდივით" დაემართა ბატონ ვოლსკის",- წერს საჯაია.