"ა ბ გ დ"- ამ სახელწოდებით ლექსების კრებულის პრეზენტაცია საქართველოს ქალაქებში იწყება! - ამის შესახებ გამოცემის ერთ-ერთი ავტორი როინ აბუსელიძე facebook-ზე წერს:
„მ ე გ ო ბ რ ე ბ ო !!! საუკუნეა ე.წ პოეზიის ასპარეზზე არ გამოვჩენილვართ და ამ ხნის განმავლობაში, ვინც არ დაგვივიწყა, ვინც გვკითხულობდა და ვისაც სურდა რომ კვლავ მოესმინა ჩვენი ლექსები, სწორედ მაათვის "ა ბ გ დ"-ს - ახალი გამოცემის პრეზენტაცია, საქართველოს ქალაქებში იწყება!...
31 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრის ჩათვლით ვეწვევით:
ქუთაისს,
მარტვილს,
ხონს,
საჩხერეს,
გორს,
თბილისს.
დასკვნითი საღამო ჩატარდება ბათუმში.
პრეზენტაცია - ტურნეს ფარგლებში ლექსებს წაიკითხავენ თავად ავტორები:
როინ ა-ბუსელიძე
აჩი ბ-ერიძე
გიორგი გ-აბაიძე
გენრი დ-ოლიძე
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:
598 263 004, 577 000 500, 593 655 567, 593 400 119.", - წერს აბუსელიძე.