logo_geo
eng_logo
"ა ბ გ დ"- ლექსების კრებულის პრეზენტაცია საქართველოს ქალაქებში იწყება!
- +

24 ოქტომბერი. 2016. 21:06



"დ"- ამ სახელწოდებით ლექსების კრებულის პრეზენტაცია საქართველოს ქალაქებში იწყება! - ამის შესახებ გამოცემის ერთ-ერთი ავტორი როინ აბუსელიძე facebook-ზე წერს:


ო !!! საუკუნეა ე.პოეზიის ასპარეზზე არ გამოვჩენილვართ და ამ ხნის განმავლობაში, ვინც არ დაგვივიწყა, ვინც გვკითხულობდა და ვისაც სურდა რომ კვლავ მოესმინა ჩვენი ლექსები, სწორედ მაათვის  "დ"--  ახალი გამოცემის პრეზენტაცია, საქართველოს ქალაქებში იწყება!...

 

31 ოქტომბრიდან - 7 ნოემბრის ჩათვლით ვეწვევით:

ქუთაისს,

მარტვილს,

ხონს,

საჩხერეს,

გორს,

თბილისს.

დასკვნითი საღამო ჩატარდება ბათუმში.

 

პრეზენტაცია - ტურნეს ფარგლებში ლექსებს წაიკითხავენ თავად ავტორები:

როინ ა-ბუსელიძე

აჩი ბ-ერიძე

გიორგი გ-აბაიძე

გენრი დ-ოლიძე

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით:

598 263 004, 577 000 500, 593 655 567, 593 400 119.", - წერს აბუსელიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner