logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: სანდრა რულოვსის დამარცხებით დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი
- +

24 ოქტომბერი. 2016. 21:33



სამეგრელოში სანდრა რულოვსის დამარცხებით დამარცხდა მიხეილ სააკაშვილი", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.


მისი თქმით, სანდრა რულოვსის გადაწყვეტილება, მონაწილეობა არ მიეღო არჩევნების მეორე ტურში, მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან მან უკვე ორჯერ იწვნია მარცხი ზუგდიდში.


სანდრა რულოვსის დამარცხებით დამარცხდა სააკაშვილი სამეგრელოში კიდევ ერთხელ. ახლა მათი შიდა დაპირისპირება, რომელიც საჯარო სივრცეში არის გადმონაცვლებული, მეტყველებს იმაზე, რომ აქ არის პოზიციების ჭიდილი მათ შორის, ვინც „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით უჭერდა მხარს საპარლამენტო საქმიანობას და ვინც ქუჩის პროცესებს უჭერდა მხარს. ასე რომ, მე პირადად მივიჩნევ, რომ ძალიან საამაყოა ის გამარჯვება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა ზუგდიდში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ სანდრა რულოვსის არჩევა ნიშნავდა წარსულისთვის დასტურის მიცემას და მხარდაჭერას. ამიტომ ძალიან პრინციპული იყო და ღირსების ტოლფასი იყო ის არჩევანი, რომელიც გააკეთა ზუგდიდში სამივე ოლქის ამომრჩეველმა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner