ჩხრეკა ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, ჩხრეკისას მოულოდნელად საკუთარ სახლში აღმოჩენილი მეხსიერების ბარათი, ცემა, წამება და მუქარა სასურველი ჩვენების მისაღებად - 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გია გორელაშვილი მოწმის სტატუსით დაიკითხა.
გორელაშვილმა ის პირები დაასახელა, ვინც მისი თქმით, მის წამებას ესწრებოდნენ. წამების ის ფორმებიც დააკონკრეტა, რაც მის მიმართ იქნა გამოყენებული და გაიხსენა, რა ფორმით დაპირდნენ მოკვლას, თუ წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე ხელს არ მოაწერდა.
მოწმემ ასევე მოყვა თუ რა მდგომარეობაში ნახა ნაწამები სერგო თეთრაძე, რომელიც ამავე ბრალდებით იყო დაკავებული. ოთხივე დაკავებული 5 წლის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.