სანდრა რულოვსის უარი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე - ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამ უბანზე განმეორებითი არჩევნების შეჯამებისას გაირკვა, რომ ზუგდიდში მეორე ტური გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით კი, რულოვსი კონკურენტთან მარცხდება.
რულოვსის გადაწყვეტილება მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილისთვის. ნაწილი კი ღიად აცხადებს, რომ ყოფილი პირველი ლედის გადაწყვეტილება არჩევნების მეორე ტურში მათ მონაწილეობას დააზიანებს.
როგორ აფასებენ რულოვსის, უკვე მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატის გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები და ექსპერტები.