logo_geo
eng_logo
პაატა ზაქარეიშვილი: გამორიცხულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი გაუქმდეს
- +

17 მარტი. 2016. 16:37


„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე,„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონის გაუქმება გამორიციხულია", - ამ განცხადებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განაცხადების საპასუხოდ ჟურნალისტებთან აკეთებს. კარასინმა გუშინ განაცხადა, რომ „უკეთესი იქნება, თუ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს საერთოდ გააუქმებენ".


იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც რუსი დეპუტატებიც აპირებენ მონაწილეობას, ზაქარეიშვილი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პარლამენტმა „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა განაახლოს:


„რაც ეს კანონი დაიწერა, რუსეთი ითხოვს მის გაუქმებას. ჩვენც რომ მოვედით ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი მესიჯი რუსეთიდან იყო, რომ კარგი იქნება, რომ თუ კანონი გაუქმდება, იმ იმედით, რომ შეიძლებოდა ახლა მაინც გადაგვეხედა პოზიციისთვის. ვიდრე არ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა და არ მოხდება დეოკუპაცია, გამორიცხულია „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი გაუქმდეს. სხვა საკითხია კანონში ამა თუ იმ ცვლილებების შეტანა. ჯერ კიდევ სააკაშვილის დროს ეს კანონი  8-ჯერ შეცვალეს. ამაში ტრაგედია არაფერი არ არის. ჩვენ ჯერ არ შეგვიცვლია კანონი. ჩემი სამინისტროდანაც იყო ინიცირება, რომელიც მეორე მოსმენაზე გაჩერდა მიზეზთა გამო. მე მიმაჩნია, ის ცვლილებები რომ განხორციელებულიყო და იმედია, ახლა მაინც განხორციელდება, მაშინ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარებაზე თბილისში საკითხი არ დაისმებოდა. ამიტომ ყველაზე კარგი გზა ახლა არის, პარლამენტმა მიიღოს ცვლილებები მეორე და მესამე მოსმენით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


სახელმწიფო მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებებში რამდენიმე საკითხია, კერძოდ,  ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დანარჩენ საქართველოში მოძრაობს, უნდა გადაიხადოს ადმინისტრაციული ჯარიმა. ამას გარდა,სხვა ქვეყნის მოქალაქემ, რომელმაც უკვე დაარღვია ეს კანონი, გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლოა, მთავრობამ იმსჯელოს და მიეცეს მას საშუალება, ჩამოვიდეს საქართველოში.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner